დევიდ კემერონი გადადგომას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ის ოქტომბერში თანამდებობას დატოვებს. ეს გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანეთის მოსახლეობის უმეტესობამ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.
„არა მგონია, რომ სწორი იყოს, ვიყო კაპიტანი, რომელსაც ქვეყანა შემდეგი დასახელების პუნქტში მიჰყავს“, – განუცხადა კემერონმა ჟურნალისტებს. პრემიერის თქმით, დიდ ბრიტანეთს ახალი ხელმძღვანელობა სჭირდება.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ხუთშაბათს გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას ამომრჩეველთა 51,9%-მა დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები