ინგლისის ბანკი ქვეყანაში მონეტარული და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების პირობას დებს

ინგლისის ბანკი პირობას დებს, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში მონეტარული და ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
რეფერენდუმის შედეგებმა ბრიტანული ფუნტის გაუფასურება და საფონდო ბირჟების დაცემა გამოიწვია. ამის შემდეგ ინდექსების კლება აზიის ბირჟებზეც დაფიქსირდა. ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დიდ ბრიტანეთს ეკონომიკას რეცესია ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები