არჩილ გამზარდია: “იმედის” საინფორმაციო სამსახური ნამდვილად საჭიროებდა უფრო პოზიტიურ სიახლეებს მართვის კუთხით

ექსპერტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “იმედში” განხორციელებულ საკადრო ცვლილებას ეხმაურება. “მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენანება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამსახურს კარგავს, რადგან კარგად ვიცი, რას ნიშნავს სამსახურის დაკარგვა, მითუმეტეს, მოულოდნელად… მაგრამ… მართალი ვთქვა, “იმედის” საინფორმაციო სამსახური ნამდვილად საჭიროებდა უფრო პოზიტიურ სიახლეებს მართვის კუთხით, ასევე მიდგომების კუთხით. ბოლო პერიოდში, მე რატომღაც მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ “იმედის” საინფორმაციო სამსახურში რაღაც გარკვეული კასტა შეიქმნა და მიჰყავდა სიტუაცია, რაც აუცილებლად საჭიროებდა ცვლილებას. აქვე იმასაც ვიტყოდი, რომ ტელეკომპანია “იმედის” სტუმარი ხშირად ვიყავი, როგორც საინფორმაციო გამოშვებებში, ასევე სიუჟეტებისათვის ხშირად მიმიცია კომენტარი და ყოველთვის სიამოვნებით ვთანამშრომლობდი ამ ტელეკომპანიასთან, მათ პროდიუსინგთან და ჟურნალისტებთან. თუმცა… თითქმის ერთი წელიწადია, საინფორმაციო სამსახურმა, სამწუხაროდ, “არასასურველთა” რიგებში ჩამწერა, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო. იმედი მაქვს, საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მოახერხებს ამ პროცესების გაუმჯობესებას, წარმატებებს ვუსურვებ ნანა ლეჟავას”, – წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.
ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე ჟურნალისტი ნანა ლეჟავა დაინიშნა. ლეჟავამ მაია თაბაგარი შეცვალა, რომელიც ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურს ამ დრომდე ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები