მოლდავეთში ებრაელი ბიზნესმენი დააკავეს

მოლდავეთში ცნობილი ებრაელი ბიზმესმენი, ილან შორი დააკავეს, რომელიც რუსი მომღერლის, ჟასმინის მეუღლეა. ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმი“ იუწყება.
„ილან შორი 72 საათით არის დაკავებული ბანკებში მომხდარი მაქინაციების საქმეზე. ის თაღლითობასა და ფულის გათეთრებაშია ბრალდებული“, – განაცხადა პროკურორმა ადრიან ბეციშორმა.
მისი თქმით, პროკურატურა შორისთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. მანამდე ილან შორის წინააღმდეგ სხვა საქმეზეც გამოძიება მიმდინარეობდა. პროკურატურის მასალების მიხედვით, 2010 წელს შორმა მოლდავეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვლადიმერ ფილატს 60 მილიონი დოლარი გადასცა, კომპანია Dufremol-თვის გარკვეული შეღავათების მიღების სანაცვლოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები