სტოლტენბერგი – დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში წამყვან როლს ასრულებს

დიდ ბრიტანეთს გადამწყვეტი როლი ეკისრება ევროკავშირის შემადგენლობაში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ იუწყება. „მე ამ საკითხში ხმის უფლება არა მაქვს. ეს არის ბრიტანელების უფლება. მე შემიძლია გითხრათ, რომ ნატოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია ძლიერი ევროპა, რომელშიც დიდი ბრიტანეთიც შედის. მით უმეტეს, რომ გადასაჭრელი გვაქვს უპრეცედენტო საკითხები – ტერორიზმი, არასტაბილურობა, უსაფრთხოების პრობლემები. დანაწევრებული ევროპა კი არასტაბილურობას გაზრდის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, ევროკავშირში წევრობის საკითხზე დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი დღეს იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები