თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა.
ამის შესახებ “კვირას“ “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ პრესსამსახურში განუცხადეს.
„თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილი, მატარებლების მოძრაობის ინტერვალი შედარებით გაზრდილია, თუმცა უახლოეს წუთებში მეტრო ჩვეული განრიგით გააგრძელებს მუშაობას“, -განუცხადეს “კვირას“ “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში,
შეგახსენებთ,რომ თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე, მატარებლის გადაადგილება დროებით შეზღუდული იყო.
მატარებელი, რომელსაც მგზავრები უნდა გადაეყვანა დაზიანდა და ხაზზე სათადარიგო მატარებლის შეყვანა გახდა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები