მამუკა ხაზარაძე: მინდა, პირდაპირი მხარდაჭერა გამოვუცხადო გიორგი კვირიკაშვილს

„მინდა, პირდაპირი მხარდაჭერა გამოვუცხადო გიორგი კვირიკაშვილს, პიროვნებას, რომელიც არის აბსოლუტურად მოტივირებული ჩვენი ქვეყნისთვის და ქვეყნის სამსახურში დგას“ – ამის შესახებ “თიბისი ჯგუფის” პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„მინდა, პირდაპირი მხარდაჭერა გამოვუცხადო გიორგი კვირიკაშვილს, პიროვნებას, რომელიც არის აბსოლუტურად მოტივირებული ჩვენი ქვეყნისთვის და ქვეყნის სამსახურში დგას. იცის, საით უნდა წაიყანოს მთავრობა. ვფიქრობ, დღეს კეკლუცობის დრო არ არის. ჩვენ გვჭირდება სტაბილური გარემო, ჩვენ გვჭირდება სერიოზული ხელმძღვანელი. ჩვენ მხარი უდნა დავუჭიროთ ამ ადამიანს და კრიტიკულები უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, ხაზარაძემ ფორუმზე აღნიშნა, რომ დღეს ვერავინ იტყვის, კრიტიკული მოსაზრების გამო ვიღაც გაილანძღა ან დაისაჯა.
„დღეს ქვეყანას და ბიზნესს სჭირდება სტაბილური განვითარება. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ, დავაფიქსიროთ, სად ვდგავართ. თუ არ მოგვეწონება, შეგვიძლია შევიკრიბოთ და ხმამაღლა ვთქვათ, რომ ეს ასე არ ვარგა“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ბიზნესი და ხელისუფლება ხვალინდელ დღეზე უნდა იყვნენ ორიენტირებული.
„საით უნდა წავიდეს ქვეყანა განვითარებისთვის – სადაც არის სტაბილურობა, სადაც არის წესიერი, სუფთა ადამიანი ხელმძღვანელად და ასეთი ჩვენ გვყავს“, – განაცხადა ბიზნესმენმა.
ამასთან, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტს შეკვეცა ჭირდება.
„რა თქმა უნდა მინისტრთა კაბინეს შეკვეცა ჭირდება, ცვლილება ჭირდება, ზოგიერთ სამინისტროს გაუქმება ჭირდება. ეს არის მუშა სიტუაცია, ჩვენ უნდა დავაყენოთ, მოვითხოვოთ და ჩვენ ამას მივაღწევთ. დღეს არის ძალიან მნიშვენლოვანი, რომ საკუთრების უფლებას არავინ არ ახსენებს, არც ეხება, ჩვენ ეს ასე მივიღეთ. ეს მივიღეთ, როგორც საჩუქარი. ამაში ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანეთ, მაგრამ პოლიტიკური ცვლილება მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. დღეს არავინ აღარ საუბრობს იმაზე, რა ემუქრება თქვენ საკუთრებას, აქციებს, ღამე გადაფორმებები არ ხდება. ეს უნდა იყოს დაფასებული, არავინ არ გვთხოვს და არც ამ შეხვედარზე დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ამას ვიღაც გვამადლის, საუბარია იმაზე, რომ ეს გვახსოვდეს, ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები