მანანა კობახიძე: როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ამდენ სიცრუეს ერთად ამბობდე მის წინააღმდეგ?!

ქვეყნის მტრობაა თქვენი ქმედება, მტრობა და სხვა არაფერი, ქალბატონო ჩიორა, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ევროსაბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ჩიორა თაქთაქიშვის სიტყვით გამოსვლას.
როგორც კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ოპოზიციონერი დეპუტატი საქართველოში არსებულ ვითარებაზე ნეგატიურ ასპექტში საუბრობს.
“როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ამდენ სიცრუეს ერთად ამბობდე მის წინააღმდეგ?! ამ წუთებში ევროსაბჭოში ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხი განიხილება, ჩიორა თაქთაქიშვილი საუბრობს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რა თქმა უნდა ნეგატიურ ასპექტში, დაავიწყდა, რომ 90 დღე იყო ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 2012 წლამდე და საქართველო, საერთოდაც, ერთი დიდი საპატიმრო იყო წამებით და ყველა სხვა თანდართული უბედურებით. დღეს მხოლოდ 15 დღემდეა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა და ისიც, შედარებით იშვიათად არის გამოყენებული! კიდევ კარგი, რომ აქ ვართ, პასუხი გვაქვს ამ სიცრუეზე და კიდევ კარგი, რომ უბრალოდ, მათი პირადი მეგობრების გარდა ამ ზღაპრებს უკვე აღარავინ იჯერებს, თუმცა ქვეყნის მტრობაა თქვენი ქმედება, მტრობა და სხვა არაფერი, ქალბატონო ჩიორა!”- წერს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები