კოკა რამიშვილის ახალი გამოფენა ,,ათვლა“
“გალა გალერეა“ კოკა რამიშვილის ახალ გამოფენას სახელწოდებით -„ათვლა“ გამართავს. გამოფენაზე, რომლიც 3 -დან 13 აპრილამდე იმუშავებს, წარმოდგენილი იქნება ნამუშევართა სერია, რომელიც ახლახან დაასრულა მხატვარმა და პირველად გამოიფინება. კოკა რამიშვილი საზღვარგარეთ მოღვაწე მხატვარია. 80-იანი წლების ბოლოს ის კ. მარჯანიშვილის თეატრში მამუკა ჯაფარიძესთან, ოლეგ ტიმჩენკოსთან, მამუკა ცეცხლაძესთან, ნიკო ცეცხლაძესთან ქეთი კაპანაძესთან და გია რიგვავასთან ერთად მუშაობდა. 90-იანი წლების დასაწყისში იწყებს მუშაობას მიუნხენში. კოკა რამიშვილი მონაწილეობს საკვანძო და მნიშვნელოვან გამოფენებში: „After the Wall – Moderna Museum, Stogholm. “Progressive nostalgia პრადოში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. პოსტსაბჭოთა ფოტოგრაფია – “Tate Modern”, london. “Heat and Conduct” – Arnofini Gallery, Bristol. “Ars electronica” –” – ავსტრია, ლინცი. სხვა ისტორიის ვერსია ” – თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, პარიზი. მოძრავი გამოსახულების მე-11 ბიენალე , ჟენევა. ტირანას ბიენალე, ჩერნოგორიის ბიენალე. 1994 წელს მიიღო პრიზი “ევროპა 94”. 1997 წელს მიიღო პრიზი ვიდეოინსტალაციისთვის “სიგნალი” – ბაუჰაუზში, გერმანიაში. 2000 წლიდან ცხოვრობს ჟენევაში. 2002 წელს წარმოადგენს შვეიცარიას “Expo Bien 2002”, 2009 წელს წარმოადგენს საქართველოს პავილიონს ვენეციის ბიენალეზე.