თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ხუთი წევრი მოკლეს
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ხუთი ტერორისტი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით ორი ქურთი „ბოევიკი“ სამხედროებმა ვანის პროვინციაში გაანადგურეს, ხოლო სამი – ბითლისის პროვინციაში.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტერორისტები ორმხრივი სროლის დროს, მას შემდეგ მოკლეს, რაც ისინი თურქეთის უშიშროების ძალებს თავს დაესხნენ. ასევე „ანადოლუს“ ცნობით, თურქეთში შეიარაღებულმა ძალებმა ტერორისტების იარაღი და ტყვია-წამალი ამოიღეს.