ავღანეთში თალიბების ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ავღანეთის სამთავრობო ძალებმა მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი, მოლა გულ ხანი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, მოლა ქუნდუზის პროვინციაში უპილოტო საფრენმა აპარატმა გაანადგურა. მასთან ერთად ოთხი მცველიც დაიღუპა.
გულ ხანს არაერთხელ მოუწყვია ტერაქტები და თავდასხმები სამთავრობო შენობებზე და სამხედრო ობიექტებზე. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ დაჯგუფებამ რამდენჯერმე მძევლები აიყვანა, რათა გაერკვიათ, თუ ვინ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. ასეთ პირებს ისინი სიკვდილით სჯიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები