ინტერნეტში „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებაა ასახული. ვიდეო სირიის ქალაქ მანბიჯის სიახლოვეს არის გადაღებული, რომელსაც ამჟამად სირიის ოპოზიციის ძალები და ქურთი მოხალისეები უტევენ. მანბიჯი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, აქ გზა გადის, რომლითაც ისლამისტები იარაღს და ტყვია-წამალს იღებენ.