ჩრდილოეთ კორეამ საშუალო სიშორის ორი რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ საშუალო სიშორის რაკეტების გამოცდა ჩაატარა. ამის შესახებ სამხრეთ კორეული სააგენტო „რენხაპი“ იუწყება.
როგორც სამხრეთ კორეელი სამხედროები იუწყებიან, პირველი რაკეტის გაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა. მეორემ კი, ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, დაახლოებით 400 კილომეტრი იფრინა.
კორეული სააგენტოს ცნობით, იაპონიის შეიარაღებულ ძალებში განგაში გამოცხადდა. „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო კომპლექსები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.
სამხედროებმა ნებისმიერი საფრენი აპარატის ჩამოგდების ბრძანება მიიღეს, რომელსაც კორეის მხრიდან იაპონიის მიმართულებით გაუშვებენ. რამდენიმე თვის წინ ჩრდილოეთ კორეამ „მუსუდანის“ ტიპის რაკეტა გაუშვა. აპრილ-მაისის ჩ ყველა გაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩრდილოეთ კორეას ოცდაათამდე ასეთი რაკეტა გააჩნია. მისი ფრენის მანძილი 3 ათას კილომეტრს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები