დღეს ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში დღეს, მხატვრის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი რიგით მეორე გამოფენა გაიხსნება. ღონისძიებას მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება, ხოლო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ 1930-1950 წლებში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ესტუმროს ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზს 23 ივნისიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, 11:00 საათიდან 18:30 საათამდე, ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა.
„მესამე გამოფენაზე, რომელიც 1 ნოემბერიდან 15 ნოემბრამდე გაგრძელდება, ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევრები გამოიფინება. მეოთხე გამოფენა კი, რომელიც 1 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლითაა დაგეგმილი, დამთვალიერებელს დიდი ქართველი მხატვრის – ლადო გუდიაშვილის ბოლო პერიოდის ნამუშევრების გაცნობის საშუალებას მისცემს. ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი საზეიმო გამოფენა 6 მაისს გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ 40-იან წლებში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები