სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მთიან ყარაბაღში დამკვირვებლების გაზრდაზე შეთანხმდნენ
რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მთიან ყარაბაღში საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა გაიზრდება.
მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ბოლო დღეებში დაპირისპირების ხაზზე შენარჩუნებული სიმშვიდით.
„ეს იყო ძალზე კონსტრუქციული და ღია საუბარი. ჩვენ დავრწმუნდით, რომ მოლაპარაკების პროცესს შესაძლოა, ახალი დინამიკა შევძინოთ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკების დასკვნით ეტაპს ეუთოში შემავალი ქვეყნების – საფრანგეთის, რუსეთის და აშშ-ს ელჩები ესწრებოდნენ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.