მანანა კობახიძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობას უხდის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მანანა კობახიძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობას უხდის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
„ამ წუთებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვუსმენთ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მადლობა მას და მის მთავრობას, ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროინტეგრაციის და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რუსეთის მიმართ საქართველოს დეოკუპაციისა და ქვეყნის სუვერენიტეტის განუხრელი დაცვის მოთხოვნისთვის, ზოგადად, ობიექტური და სამართლიანი შეფასებებისთვის.
ესტონეთი ამჟამად თავმჯდომარე ქვეყანაა მინისტრთა კომიტეტში და მისი როლი და პოზიცია, სხვა პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის“, – წერს მანანა კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები