ნინო გიორგობიანი: ვახო ძიძიშვილი არ არის სუს-ის თანამშრომელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანი გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც საუბარია, რომ თითქოსდა, სუს-ის თანამშრომელი ვახო ძიძიშვილი მოქალაქე მანანა მიქავას 50 000 დოლარს სძალავს.
ნინო გიორგობიანი განმარტავს,რომ ვახო ძიძიშვილი არ არის სუს-ის თანამშრომელი. ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ვახო ძიძიშვილი კუდ-ის თანამშრომელი იყო, რომელიც 2010 წელს დაითხოვეს სამსახურიდან და თაღლითობისთვის იხდიდა სასჯელს.
„გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარია, რომ თითქოსდა, სუს-ის თანამშრომელი ვახო ძიძიშვილი მოქალაქე მანანა მიქავას 50 000 დოლარს სძალავს. ვახო ძიძიშვილი არ არის სუს-ის თანამშრომელი, კარგი იქნებოდა, მასალის გამოქვეყნებამდე გადაემოწმებინათ აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან და ცალმხრივად არ გასულიყო მასალა.
P.S. როგორც გავარკვიე, ვახო ძიძიშვილი კუდ-ის თანამშრომელი იყო, რომელიც 2010 წელს გაუშვეს სამსახურიდან და თაღლითობისთვის იხდიდა სასჯელს“, – წერს ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები