ეროვნული მუზეუმი სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 23-25 ივნისს, პროექტის – „ავანგარდი 1900-1937“ ფარგლებში, სამეცნიერო კონფერენციას – „ავანგარდის იდეა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში“ უმასპინძლებს.
კონფერენციის სესიებზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები ავანგარდული ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების სპეციფიკურ თავისებურებებს, ასევე მხატვრულ მოვლენათა კვლევის შედეგებს განიხილავენ.
კონფერენცია 3 დღის მანძილზე გაგრძელდება და აკადემიურ სესიებსა და დიალოგ-დისკუსიას მოიცავს.
ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მასტერკლასები სტუდენტებთან, ახალგაზრდა მხატვრებთან, ლიტერატორებთან და რეგიონულ ინსტიტუციებთან. გამოფენა და სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის სესიებზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები