ვერა წიგნაძეს დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ ბალერინას, ვერა წიგნაძეს დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში დაკრძალავენ.
როგორც „კვირას“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ვერა წიგნაძეს დღეს, ოპერისა და ბალეტის თეატრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.
ვერა წიგნაძე ქართული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელია, საქართველოს სახალხო არტისტი, მრავალი სახელმწიფო პრემიის, საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი. მან ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად მთელი ეპოქა შექმნა. ვერა წიგნაძის თითქმის მთელი ცხოვრება დაკავშირებულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან.
კულტურის სამინისტროს ცნობით, 2007 წელს პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილის ინიციატივით, „გედის თანავარსკვლავედში“ ორ უსახელო ვარსკვლავს ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის სახელები დაერქვა. ორი ქართველი განუყრელი ვარსკვლავი საერთაშორისო ასტრონომიულ კატალოგში შეიტანეს და მათი სახელები მარადიულად კაშკაშებს. ვერა წიგნაძე 17 ივნისს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები