სოსო ფხაკაძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოვუტანოთ ქვეყანას

„ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ისეთი ტიპის კონფერენცია, რომელიც დღეს გაიმართა, ღირებულია თითოეული მხარისთვის.
როგორც მან სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიზნესმენების მთავარ ამოცანას და ვალდებულებას წარმოადგენს, რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოუტანონ ქვეყანას.
„რასაკვირველია, საბოლოო ჯამში, ყველას გვიყვარს ქვეყანა და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოვუტანოთ ქვეყანას. ბიზნესმენებს ჩვენი ამოცანები და ვალდებულებები გვაქვს და, როდესაც ასეთ საინტერესო ფორმატში ვიკრიბებით, ერთმანეთს პროფესიულად ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებებს, ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებებს, ეს არის ღირებული თითოეული მხარისათვის. ჩვენ მომავალშიც ვაგრძელებთ მსგავსი ფორმატის შეხვედრებს“,-აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია – „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევები” გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: ორგანიზაცია “მოქალაქე”, “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია”, “საზოგადოება 2030” და პარტნიორი ორგანიზაციები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები