„ევროპაში უნდა მოილაპარაკონ რეგულაციებზე, რომლებიც ხელს შეგვიწყობს ვიზალიბერალიზაციის მიღებაში“

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, გიორგი ვოლსკის იმედი აქვს, რომ დადებითი შედეგით დასრულდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი უნდა განიხილონ.
მისი განცხადებით, არის თემა, რომელიც ეხება ევროპული უსაფრთხოების საკითხებს და ევროპაში შიგნით უნდა მოილაპარაკონ გარკვეულ მექანიზმებზე, რეგულაციებზე, რომლებიც ხელს შეგვიწყობს ჩვენც და სხვა ქვეყნებსაც, რათა ეს საკითხი დადებითი შედეგით დასრულდეს.
„არის თემა, რომელიც ეხება ევროპული უსაფრთხოების საკითხებს და ევროპაში შიგნით უნდა მოილაპარაკონ გარკვეულ მექანიზმებზე, რეგულაციებზე, რომლებიც ხელს შეგვიწყობს ჩვენც და სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის უკრაინას, რათა ეს საკითხი დადებითი შედეგით დასრულდეს. ზუსტ, კალენდარულ თარიღს დღეს, რასაკვირველია, ვერ დავასახელებ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა იმსჯელონ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. კონსულტაციის შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის საბჭომ, მოგვიანებით კი, ევროპარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. მანამდე, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები