მექსიკაში, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა მექსიკაში საპროტესტო აქციის მონაწილე პედაგოგებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად. შეტაკება ოახაკას შტატში მოხდა. განათლების სფეროს ეროვნული საკოორდინაციო ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, სამი დაღუპულის გარდა დაშავებულია ათობით ადამიანი. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები მექსიკის მთავრობისგან განათლების სფეროს რეფორმირების საკითხზე დიალოგის დაწყებას მოითხოვენ. მექსიკის განათლების სამინისტრო იმ პედაგოგების სამსახურიდან დათხოვნით იმუქრება, რომლებიც რადიკალურ საპროტესტო აქციებში მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები