გაერო – ლტოლვილების რაოდენობა ისტორიის მანძილზე ყველაზე მაღალ დონეზეა

იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებმაც სამხედრო კონფლიქტის შედეგად საცხოვრებელი დატოვეს, მთელი ისტორიის მანძილზე რეკორდულ დონეს მიაღწია. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა სააგენტო იუწყება.
2015 წლის ბოლოსთვის 65,3 მილიონი ადამიანი ლტოლვილია, ან პირი, რომლებმაც თავშესაფრის თხოვნით სხვადასხვა ქვეყანას მიმართეს. ამ რიცხვში ადგილობრივი დევნილებიც შედიან. გასულ წელს ამ ადამიანთა რაოდენობა 5 მილიონით გაიზარდა. ლტოლვილების ნახევარზე მეტი სირიიდან, ავღანეთიდან და სომალიდან არის. გაეროს ინფორმაციით, დედამიწის მოსახლეობის ყოველი 113-ე ადამიანი ლტოლვილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები