„კარგი რა ჩიორა, იქ მაინც არ ვყოფილიყავი, დავიჯერებდი“ – რას ჰყვება თვითმხილველი აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე

„ვკითხულობ ახლა და მეცინება, მოგიძველდათ მეთოდები, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგს ისევ სჯერა თქვენი “სკანდალური” პოსტების“, -აღნიშნული შინაარსის კომენტარი ინტერნეტმომხმარებელმა ჯანო სეთურიძემ დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის ფეისბუკის გვერდზე იმ ფოტოზე დატოვა, რომელიც აეროპორტშია გადაღებული.
„კარგი რა ჩიორა, კარგი რა, იქ მაინც არ ვყოფილიყავი, დავიჯერებდი. ბარგს ვაბარებდი, როცა გავიგე, როგორ შეაგინეს, მერე რუსთავი 2-ის ჟურნალისტი და ოპერატორი შეეპასუხა ჟურნალისტს რატომ აგინებო. მერე ერთი გაწევ – გამოწევა იყო და ჩიორა განწირული ხმით ყვიროდა, ოღონდ საყვირალი არაფერი იყო და რატომ გაჰკიოდა ვერ გავიგე“, – წერს სეთურიძე.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დღეს, გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები