დავით ნარმანია: მედიასაშუალებაზე ნებისმიერი ზეწოლა არის დაუშვებელი

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის ოპერატორის მისამართით განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მედიასაშუალებაზე ნებისმიერი ზეწოლა არის დაუშვებელი.
მისი თქმით, მედიის წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობის საშუალება.
“მედიასაშუალებაზე ნებისმიერი ზეწოლა არის დაუშვებელი. მედია უნდა იყოს თავისუფალი და მას უნდა მიეცეს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობის საშუალება, ყოველთვის, სადაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა ხდებოდეს. თუ შეიცავს ეს სამართალდარღვევის ნიშნებს, რასაკვირველია მაშინ გამოძიება უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები