„რუსთავი 2“-ის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც გადამღები ჯგუფის წევრები აეროპორტის ტერმინალში, საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან, ინტერვიუებს იღებდნენ, მათ უცნობმა პირმა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკური.
მათივე ცნობით, მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცეს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ისთანამშრომლებმა. კურიერის ინფრომაციით, დაკითხვაზეა გადაყვანილი თავდასხმაში მონაწილე პირიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები