ლადო ჭანტურია: მთლიანობაში გერმანიაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული მაღალი არ არის

საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გერმანულ მედიაში ბოლო დროს გახდა აქტუალური, თუმცა, სამთავრობო პოლიტიკურ დონეზე ეს საკითხი არასდროს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არ განხილულა, – აღნიშნული განცხადება გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
„საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გერმანულ მედიაში ბოლო დროს გახდა აქტუალური, რამაც ბუნებრივად გამოიწვია ჩვენი შეწუხება. თუმცა, სამთავრობო დონეზე, პოლიტიკურ დონეზე, ეს საკითხი არასდროს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არ განხილულა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, რომ გარკვეული ძალების მიერ აგორებული მედია-კამპანია უფროა, ვიდრე ვიზა-ლიბერალიზაციასთან უშუალოდ დაკავშირებული საკითხი. რაც შეეხება სტატისტიკას, ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ინფორმაცია: მთლიანობაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული მაღალი არ არის, მაგრამ მაღალია თავშესაფრის მთხოვნელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა. სწორედ ეს იყო განხილვის საგანი ექსპერტების დონეზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა დაინიშნა პოლიციის ატაშე საქართველოს საელჩოში და წელიწადზე მეტია რაც ის აქტიურად თანამშრომლობს გერმანულ საპოლიციო სტრუქტურებთან“, – განაცხადა ლადო ჭანტურიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები