თინა ხიდაშელი: შეიარაღებული ძალებიდან გავუშვით ის ადამიანი, რომელიც კორცხელის ინციდენტის კადრებში ფიგურირებს

„მე პროკურორი არ ვარ და არც საქმის ადვოკატი. ვიცი ერთი რამ, რომ ასეთი ტიპის დანაშაული უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული, დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი, სამაგალითოდ, რომ ყველამ იცოდეს“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ კორცხელის ინციდენტზე მას მყისიერი რეაქცია ჰქონდა და მომხდარის გამოძიება „წინასაარჩევნო კამპანიის სერიოზულად გახურებამდე უნდა მოხდეს“.
„თავდაცვის სამინისტრომ ამ თვალსაზრისით ჩვენი ნაწილი საქმიანობის დავასრულეთ – ჩვენ შეიარაღებული ძალებიდან გავუშვით ის ადამიანი, რომელიც კადრებში ფიგურირებს და რომელიც ფოტო და ვიდეომასალაზე ჩანს, რომ იქ იმყოფებოდა. დანარჩენი უკვე გამოძიების საქმეა. მე მას ვერც ბრალს დავდებ ვერაფერში. მან დაარღვია სამხედრო მოსამსახურის სადისციპლინო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები და ამიტომ ის დათხოვნილია შეიარაღებული ძალებიდან. რამდენად დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს უკვე ჩვენი საქმე არ არის. გამოსაძიებელია ასეთი საქმეები ყოველთვის, მაგრამ განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიის სერიოზულად „გახურებამდე“, თუ შეიძლება ასე ითქვას,რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რა მემკვიდრეობით მოვდივართ და ძალიან საფრთხილოა ყველა ასეთი შემთხვევა“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები