თინა ხიდაშელი – CAMCA-ს ფორუმზე: ეს მხოლოდ ეხმარება პროცესს, რომელმაც საქართველოს წარმატება უნდა უზრუნველყოს

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ CAMCA-ს რეგიონული ფორუმის მონაწილეები საქართველოდან ზუსტად იმ ემოციებით წავლენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმატებას შეუწყობს ხელს.
თინა ხიდაშელი CAMCA-ს რეგიონული ფორუმის საქართველოში ჩატარებას მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმები მომრავლდა.
„სულ რამდენიმე კვირის წინ თავდაცვისა და უსაფრთხოების უზარმაზარი კონფერენცია ჩატარდა თავდაცვის სამინისტროს ეგიდით და ვარშავამდე მიმავალ გზაზე. ასეთი ფორუმების გამრავლება, ასეთი მაღალი რანგის სტუმრების ქვეყანაში ყოფნა, ბუნებრივია, მხოლოდ ეხმარება და ადგება პროცესს, რომელმაც საქართველოს წარმატება უნდა უზრუნველყოს. ამიტომ მადლობა მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს მიწვევა მიიღეს, განსაკუთრებით თავდაცვის ყოფილ მინისტრს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი საქართველოდან ზუსტად იმ ემოციებით წავლენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმატებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
CAMCA-ს რეგიონული ფორუმი ტარდება, რომელიც ორგანიზებულია რამსფელდის ფონდისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია–კავკასიის ინსტიტუტის მიერ.
ფორუმში მსოფლიოს 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს, სადაც რეგიონისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და საკითხებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები