“ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგარეჯოს დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა ადგილობრივ ამომრჩეველს “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ყველა პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, რომელიც საგარეჯოს მოსახლეობას აწუხებს.
„პრობლემა მთელ საქართველოში და საგარეჯოშიც არის სამუშაო ადგილები. ამიტომ, დასაქმება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
დღესვე, „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარობის კანდიდატს სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებშიც წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები