თედო ჯაფარიძე: მერკელმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ის ვალდებულება, რომელიც მას აღებული ჰქონდა

„ქალბატონმა მერკელმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ის ვალდებულება, რომელიც მას აღებული ჰქონდა” – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა თედო ჯაფარიძემ CAMCA-ს რეგიონული ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გერმანიის კანცლერთან საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გაიხსენა.
როგორც მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი თედო ჯაფარიძე ამბობს, უვიზო მიმოსვლას საქართველო წლის ბოლომდე მიიღებს.
„ქალბატონმა მერკელმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ის ვალდებულება, რომელიც მას აღებული ჰქონდა. ამ საკითხის გადავადება არავითარ შემთხვევაში არ არის ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული და არსებობს სხვა ფაქტორები. როგორც მან ბრძანა, ამ ყველაფერის ფორმალიზება მოხდება ჩვენი არჩევნების შემდეგ,“ – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები