“საქართველოს სწრაფვა, შეუერთდეს ევროპული ერების დემოკრატიულ ოჯახს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ არასწორად აღიქმება”

2016 წლის კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის რეგიონული ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სწრაფვა, შეუერთდეს ევროპული ერების დემოკრატიულ ოჯახს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ არასწორად აღიქმება მის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ.
”ნება მომეცით, ყურადღება გავამახვილო უსაფრთხოების საკითხებზე, რადგან ჩვენი ეკონომიკური განვითარება დიდად არის დამოკიდებული მშვიდობასა და სტაბილურობაზე. უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი ურთიერთობები ნატოს მოკავშირე სახელმწიფოებთან შესანიშნავია. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, რომელიც სრულად ასახავს მოსახლეობის ნებას, შეუქცევადია. ეს არის ყველასთვის უსაფრთხო მომავლის შექმნისაკენ გადადგმული ნაბიჯი. სამწუხაროდ, საქართველოს სწრაფვა, შეუერთდეს ევროპული ერების დემოკრატიულ ოჯახს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ არასწორად აღიქმება მის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ. საქართველოს ნატოში გაწევრიანება უზრუნველყოფს ევროპაში უსაფრთხო და სტაბილური ზონის გაფართოებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, სტაბილური რეგიონი ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები