გიორგი კვირიკაშვილი დონალდ რამსფელდს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტ დონალდ რამსფელდს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა, სადაც დღეს კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონული ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა.
გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ რამსფელდს, საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამას ძალიან აფასებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს შეეხო. პრემიერმა დონალდ რამსფელდს ასევე მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე.
შეხვედრა CAMCA-ს რეგიონული ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ორგანიზებულია რამსფელდის ფონდისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის მიერ. ფორუმში მსოფლიოს 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი რეგიონისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და საკითხებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები