შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა 1-ლი სამმართველოს ბაზას თბილისის N53, N8, N65 და N126 საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს და საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. მოზარდები ახალწვეულთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობის და პრაქტიკული წვრთნების პროცესს – ბარიერების გადალახვას, კედელზე დაშვებას, საბრძოლო ილეთებს და ტირში სროლას დაესწრნენ.
სკოლის მოსწავლეებისთვის სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო. შეხვედრები ინტერაქტიულ ხასიათის იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები