თბილისში კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის რეგიონული ფორუმი მიმდინარეობს

თბილისში, 2016 წლის კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის რეგიონული ფორუმი გაიხსნა.
ფორუმი დონალდ რამსფელდის ფონდთან, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად ტარდება, სადაც 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი რეგიონისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და საკითხებს განიხილავს.
ფორუმი რამსფელდის ფონდის პრეზიდენტმა, აშშ-ს თავდაცვის ყოფილმა მდივანმა – დონალდ რამსფელდმა გახსნა.
„რეგიონული თანამშრომლობისთვის მსგავსი ინიციატივები აუცილებელია. მსგავსი ტიპის შეხვედრებს რამსფელდის ფონდის კურსდამთავრებულები ხშირად მართავენ და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ. შეკრებები პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაში ხდება. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფებით”, – განაცხადა დონალდ რამსფელდმა.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები