საქართველო ნიუ – იორკის არტ- ექსპოზე

  მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელოვნებო ბაზარზე Art Expo New York -ზე საქართველო თავისი კულტურით პირველად წარდგება. ქართული პავილიონი ნიუ – იორკში 4 – 6 აპრილს იქნება წარმოდგენილი. საქართველოს პავილიონს ორგანიზებას გაუწევს გამომცემლობა „მინიატურა“. კულტურის დღეები ნიუ – იორკში მოიცავს ქვეყნის კულტურის მცირე ნაწილის წარმოჩენას, კერძოდ ქართული მხატვრობის, ქანდაკების გამოფენას და ქართული წიგნის ხელნაკეთი ნიმუშების წარდგენას (ნიუ – იორკში წარსადგენი წიგნების კერვის მეთოდი ქართველმა გამომცემლებმა შექმნეს. არის ინოვაცია და ანალოგი არ მოიძებნება მსოფლიოში).
Art Expo New York Art წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არტ – ბაზრობას, რომელიც 35 წელზე მეტია იმართება. გარდა ჯგუფური ექსპოზიციებისა, ბაზრობა ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 400-ზე მეტ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. არტ ექსპოზე მონაწილეობს 500-ზე მეტი გალერეა, 150 მუზეუმი, დამთვალიერებელთა რაოდენობა ასეულობით ათასს აღემატება. ექსპოს ორგანიზატორია მსოფლიო მედია ლიდერი Redwood Media Group (აშშ). ექსპოს დასრულების შემდეგ, 7 აპრილს გაიმართება სპეციალური მიღება საქართველოს გენერალურ საკონსულოში. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ემიგრანტებთან, რომელსაც უზრუნველყოფს ნიუ – იორკის ქართულ-ამერიკული კულტურის ცენტრი The Georgian theater of New York.LSD-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები