ესტონეთის პარლამენტმა ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე სამხედროების გაგზავნას მხარი დაუჭირა

ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის სამხედროების მონაწილეობას ოპერაციაში Inherent Resolve ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე. ამ ქვეყნებში, სავარაუდოდ, ესტონელი სამხედრო ინსტრუქტორები იქნებიან მივლინებულები.
„თავდაპირველად ესტონეთი ერაყში 6 სამხედრო ინსტრუქტორს გააგზავნის. ისინი დანიური ქვედანაყოფის შემადგენლობაში ერაყის ანბარის პროვინციაში იმსახურებენ. ისინი საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებენ, არამედ ადგილობრივი ძალების მომზადებით იქნებიან დაკავებულები“, – ნათქვამია ესტონეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Inherent Resolve „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაა. მასში აშშ და მისი მოკავშირეები – სულ 20 სახელმწიფო მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები