კამერუნელმა სამხედროებმა ჩადის ტბაში 42 მეთევზის ცხედარი იპოვეს

ჩადის ტბაში კამერუნელმა სამხედროებმა 42 მეთევზის ცხედარი აღმოაჩინეს. ეს პირები ტერორისტული დაჯგუფების „ბოკო ჰარამის“ „ბოევიკებმა“ ნიგერია -კამერუნის საზღვარზე გასულ კვირას გაიტაცეს და მოკლეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტების მიერ მოკლული მეთევზეები ჩადის, კამერუნის და ნიგერიის მოქალაქეები არიან. „ბოკო ჰარამი“ – ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელიც ნიგერიაში ისლამური სახელმწიფოს შესაქმნელად იბრძვის. ეს დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები