ლიბიელმა სამხედროებმა ქალაქ სირტის პორტი დაიკავეს
ლიბიელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ ქალაქ სირტის პორტი „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სირტი – სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია ლიბიის ჩრდილოეთ ნაწილში. ის ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითად დასაყრდენად ითვლება. უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ინფორმაციით, ტერორისტებმა სირტში ათობით ადამიანი მოკლეს, რომლებიც მათ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. ლიბიელი სამხედროების წარმომადგენელმა გენერალმა მუჰამად გუსრიმ განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები სირტიდან უდაბნოში გაიქცნენ, მაგრამ „ბოევიკთა“ ნაწილი ქალაქშია ბლოკირებული. „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირტი 1 წლის წინ დაიკავა.