პელემ თავის ჯილდოებში 4,4 მილიონი ევრო მიიღო
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ თავის ჯილდოებში, რომლებიც მან აუქციონზე გაიტანა, 4 მილიონ 400 ათასი ევრო მიიღო. ამის შესახებ Sky News იუწყება. ღონისძიება ლონდონში 7-დან 9 ივნისამდე გაიმართა. „ფეხბურთის მეფემ“ აუქციონზე ყველა თასი, მედალი და სხვა ჯილდო გაიტანა – სულ 2 ათასამდე ერთეული. „მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ჯილდოები გულშემატკივრებს და კოლექციონერებს გადავცე. იმედი მაქვს, ისინი მათ გაუფრთხილდებიან და მომავალ თაობებსაც გადასცემენ“, – განაცხადა 75 წლის პელემ.