გროზნოს ერთ-ერთ გამზირს მუჰამედ ალის სახელი დაარქვეს

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს ერთ-ერთ გამზირს სახელი გადაარქვეს და საბჭოთა ბელადის, სერგეი კიროვის ნაცვლად მას ამიერიდან ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის, მუჰამედ ალის სახელი ერქმევა. „ეს იყო ძალიან ღირსეული ადამიანი. მისი სახელობის ქუჩაზე კრივის დარბაზს ავაშენებთ. იმედი მაქვს, რომ იქ მოვარჯიშე ყველა სპორტსმენი ისეთივე გამოჩენილი ჩემპიონი გახდება, როგორც მუჰამედ ალი“, – განაცხადა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა.
ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი 4 ივნისს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას პარკინსონის დაავადება სჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები