ყაზახეთის ქალაქ აქტობეში 5 ტერორისტი მოკლეს

ყაზახეთის ქალაქ აქტობეში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 ტერორისტი მოკლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში აცნობეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ოთხი ეჭვმიტანილი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მას შემდეგ გაანადგურეს, რაც მათ დანებებაზე უარი განაცხადეს და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. მათი თანამონაწილე კი ქალაქის სხვა რაიონში მოკლეს, როდესაც მან პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.
სროლის დროს რამდენიმე სპეცრაზმელი დაიჭრა, მშვიდობიან მოსახლეობას შორის არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, 5 ივნისს აქტობეში იარაღის მაღაზიებზე და სამხედრო ნაწილზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ბოროტმოქმედებმა 6 ადამიანი მოკლეს, კონტრტერორისტული ღონისძიებების დროს 13 თავდამსხმელი ლიკვიდირებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები