კრემლში არ ესმით, რატომ უნდა შეხვდნენ რასმუსენს და მასთან მინსკის შეთანხმების შესრულება განიხილონ

„ჩვენ არ ვიცით ბატონი რასმუსენის უფლებამოსილება. ამიტომ ვერ ვხვდებით, რატომ უნდა შევხვდეთ მას მინსკის შეთანხმების შესრულების განსახილველად. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
ცნობისთვის, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველია. პესკოვმა რასმუსენის ერთ-ერთ განცხადებაზე კომენტარისგან თავი შეიკავა.
პოროშენკოს მრჩეველმა აღნიშნა, რომ ყირიმის დაბრუნება უკრაინისთვის უპირველესი პრიორიტეტი არ უნდა იყოს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებზე რასმუსენმა განცხადება ოთშაბათს გააკეთა. მან მინსკის შეთანხმებების შესრულების საკითხზე რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. ასევე მან კიევს მოუწოდა: „არ ეცადოს, ახლავე დაიბრუნოს ყირიმი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები