დავით კინწურაშვილი დასის უფლებებს დაიცავს

  თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არჩეულია. თანამდებობაზე, თეატრის ადნინისტრაციის და სამხატვრო კოლექტივის ხმათა უმრავლესობით, დავით კინწურაშვილი აირჩიეს. როგორც ,,კვირას“ დავით კინწურაშვილმა განუცხადა: – პირველ რიგში, მთელი დასის უფლებების დაცვა,- ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რაშიც იგულისხმება დასის წევრებთან ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, რაც აქამდე არ არსებობდა. ეს უნდა დაიხვეწოს. მე მინდა, რომ დაქირავებულის უფლებები დავიცვა. ჩემს კოლექტივში 600 ადამიანია და მე თითოეული მათგანის უფლებას დავიცავ. შემდეგი პუნქტია ზოგადი მენეჯმენტის პრობლემების მოგვარება. ამის შემდეგ ქართულ ტრადიციებზე დაყრდნობით ინტერნაციონალურ ასპარეზზე გასვლა და უცხოური კონტრაქტების გაფორმება იგეგმება, რათა მხოლოდ ქართულ სივრცეში არ ვიყოთ. იმედია, კოლექტივთან ერთად ყველაფრის განხორციელებას შევძლებ. შეგახსენებთ, არჩევნებში 305 ადამიანი მონაწილეობდა. 218 ხმა კინწურაშვილს ერგო, 79 ხმა კი – ნიორაძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები