პუშკოვი – ნატოსა და რუსეთს შორის კრიზისი საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გეგმებმა გამოიწვია

ნატოსა და რუსეთს შორის კრიზისი და დაძაბულობა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების გეგმებმა გამოიწვია. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.
პუშკოვმა კომენტარი გააკეთა ნატოსა და რუსეთს შორის მომავალი ურთიერთობის პერსპექტივებზე. რუსი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ურთიერთობის მოგვარება ნატოს რუსეთზე მეტად სურს.
ამასთანავე, პუშკოვი ამბობს, რომ ნატო პასუხისმგებელია ავღანეთში და ლიბიაში არსებულ მდგომარეობაზე და ამ ქვეყნებთან დაკავშირებით ალიანსის მცდარმა გადაწყვეტილებებმა იქ დაძაბულობა და კატასტროფა გამოიწვია. როგორც მანამდე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა და ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რუსეთსა და ნატოს შორის სრულფასოვანი თანამშრომლობა მხოლოდ უკრაინის კრიზისის დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები