სკანდალი: ენიო მორიკონე რუსულ სტუდია ,,სოიუზს“ უჩივის
ენიო მორიკონემ გადაწყვიტა რუსულ ,,სოიუზს“ სასამართლოში უჩივლოს. სასამართლოს დავის საგანი მორიკონეს საკონცერტო რელიზი გახდა, რომელიც სპეციალურად რუსი თაყვანისმცემლებისთვის დაიბეჭდა. რუსი შჩნევის სიტყვებით, იგი დიდხანს ითანხმებდა მაესტროს, რომ ეს დისკი რუსეთში გამოეცა. დისკი სიმფონიურ ორკესტრ ,,სოფიასთან“ ერთად ჩაწერა. მოლაპარაკების დროს შეთანხმდნენ, რომ დისკში ასევე 2013 წელს კომპოზიტორის 85 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარებული კონცერტიც შევიდოდა. მაესტრომ ,,სოიუზთან“ კონტრაქტი გააფორმა, რომ დისკი სახელწოდებით «Ennio Morricone & SOFIA Symphony Orchestra Live in Cremlin» გამოვიდოდა. საბოლოოდ დისკი გამოვიდა, მაგრამ რუსეთის მხარემ უგულებელყო მორიკონეს მოთხოვნები დისკის გარეკანსა და სხვა დეტალების თაობაზე, რაც მისთვის ასე მნიშვნელოვანი იყო. როცა ერთი დისკი თავად მაესტროს ჩაუვარდა ხელში, ამას დიდი სკანდალი მოჰყვა .
,,სოიუზს“ აეკრძალა მაესტროს დისკების გაყიდვა და მათი განადგურება დაეკისრა, თუმცა რუსმა გამომცემელმა არად ჩააგდო ეს მოთხოვნა და დისკის გაყიდვა მაინც არ შეწყვიტა. ,,სოიუზის“ ამ თვითნებობის გამო კომპოზიტორთან 300 ათასი ევროთი დადებული კონტრაქტი დაზარალდა, ხოლო კომპანია კი, რომელიც შუამავლად გამოვიდა კომპოზიტორსა და ,,სოიუზს“ შორის, გიგანტური ჯარიმით დაზარალდა.