მსოფლიოში პირველი კათოლიკური სოციალური ქსელი შეიქმნა

   რომში კათოლიკურმა ეკლესიამ მსოფლიოში პირველი კათოლიკური სოციალური ქსელი “DeoSpace” შექმნა, რომელიც საინტერესო იქნება არა მხოლოდ კათოლიკეებისთვის, არამედ კათოლიციზმით დაინტერესებული ადამიანებისთვის. სოციალური ქსელი შექმნილია, რათა გააერთიანოს კათოლიკეები მსოფლიოს გარშემო.
ახლა უკვე ისინი ურთიერთობას შეძლებენ არა მხოლოდ შეხვედრების საშუალებით, არამედ ონლაინითაც. სოციალური ქსელის მისამართია: “www.deospace.com”.
სოციალური ქსელი ჯერჯერობით ინგლისურ, იტალიურ და ესპანურ ენებზეა. სოციალური ქსელი სხვა ქსელების მსგავსად არის აწყობილი. მომხმარებლებს შეუძლიათ, შექმნან საკუთარი პროფილი, იპოვონ მეგობრები, შეუერთდნენ მრევლს, გააგზავნონ წერილები და ლოცვა მოითხოვონ.
ვებგვერდის სათავეში დგანან: კარდინალების საბჭოს კოორდინატორი, არქიეპისკოპოსი, ტეგუსიგალპის კარდინალი ოსკარ ანდრეს როდრიგეს მარადიაგა და დალასის ეპისკოპი კევინ ფერელი. აღმასრულებელ დირექტორად დანიშნულია კათოლიკური ევანგელისტური ინსტიტუტის პრეზიდენტი მარიო კაპელო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები