საფრანგეთში კომპიუტერული პროგრამა შეიმუშავეს, რომელიც მოქალაქეებს ტერორისტული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს

ევროპის საფეხბურთო პირველობის წინა დღეებში საფრანგეთის მთავრობამ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც ადამიანებს შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს პროგრამა პარიზში გასული წლის ნოემბერში მომხდარი ტერაქტების შემდეგ იყო შემუშავებული.
მომხმარებლებს შეუძლიათ, სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონაში თავდასხმების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღონ. შეტყობინებაში იქნება მოკლე ინფორმაცია მომხდარის შესახებ და რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ადამიანმა, რომ უსაფრთხო ადგილზე დარჩეს. სამშაბათს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინსიტრომ საკუთარი მოქალაქეები საფრანგეთში ევროპის საფეხბურთო პირველობის დროს შესაძლო ტერაქტების თაობაზე გააფრთხილა.
ანალოგიური განცხადება რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა. ახალი პროგრამა „ანდროიდის“ და IOS-ის პროგრამებზე მობილური და კომპიუტერული საშუალებებისთვის შემუშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები