უკრაინას „ევროვიზიის“ ჩატარება 15 მილიონი ევრო დაუჯდება

უკრაინის ნაციონალური ტელეკომპანიის დირექტორმა ზურაბ ალასანიამ განაცხადა, რომ უკრაინაში „ევროვიზიის“ კონკურსის ჩატარება 15 მილიონი ევრო დაჯდება. ამის შესახებ გამოცემა Inforesist-ი იუწყება.
ტელეკომპანიის გენდირექტორის თქმით, ეს შეფასება საბოლოო არ არის, მაგრამ ტელეკომპანიამ ეს მონაცემები უკრაინის მინისტრთა კაბინეტს უკვე გადაუგზავნა. ზურაბ ალასანიას თქმით, კონკურის ჩატარებისთვის აუცილებელი ხარჯები შესაძლოა, ევროპის სამაუწყებლო კავშირმა ნაწილობრივ დაფაროს.
„ევროვიზია 2016“-ის ფინალი მაისში გაიმართა. მასში უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ გაიმარჯვა სიმღერით „1944“. კონკურსის წესებით, მომდევნო წელს ფესტივალი გამარჯვებული მონაწილის ქვეყანაში უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები