სინგაპურში ჩინოვნიკებს მომავალი წლიდან ინტერნეტთან წვდომა შეეზღუდებათ

მომავალი წლიდან სინგაპურში ჩინოვნიკებს ინტერნეტთან წვდომა შეეზღუდებათ. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ისინი სამუშაო კომპოიუტერებიდან ინტერნეტში ვეღარ შევლენ. გამოცემა Straits Times-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება „ელექტრონული ფოსტის მისამართებიდან ინფორმაციის გაჟონვის დაუშვებლობისთვის“ არის მიღებული. სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებს პირად ელექტრონულ ფოსტაზე რაიმე სამსახურებრივი შეტყობინების გაგზავნა ეკრძალებათ. ამასთანავე, ისინი პირადი ფოსტის გამოყენებას პირად მიზნებში კვლავაც შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები